'კანტი ავტონომიური თავისუფლების შესახებ'-მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სემინარი

2 მაი, 2013

 

ოთხშაბათს, 8 მაისს, 18:00 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ღია გალერეაში ჩატარდება მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სემინარი თემაზე „კანტი ავტონომიური თავისუფლების შესახებ”. მოხსენებას გააკეთებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი მამუკა ბერიაშვილი.

სემინარზე დასწრება თავისუფალია.

სემინარი იმართება პროექტის „ეძღვნება მერაბ მამარდაშვილს 2″ ფარგლებში, რომელსაც სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით 2012 წლის აპრილიდან ახორციელებს.

გასული სემინარების ჩანაწერები შეგიძლიათ ნახოთ აქ.