კონსულტაცია

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი განიხილავს პროექტებს, რომლებიც ღია კარის წესით ან კონკურსის ფარგლებში მიიღება. მნიშვნელოვანია, რომ განსახილველი პროექტი ფონდის კონკრეტული პროგრამის 2024 წლის სტრატეგიას შეესაბამებოდეს. თითოეული პროგრამის სტრატეგიასა და განაცხადების მიღების კრიტერიუმებს გაეცანით აქ: პროგრამები

სასურველია, ფონდში პროექტის შემოტანამდე კონსულტაცია გაიაროთ კონკრეტული პროგრამის წარმომადგენლებთან. ეს შეხვედრა სწორ წარმოდგენას შეგიქმნით თქვენი პროექტის ფონდის პრიორიტეტებთან შესაბამისობის შესახებ.

კონსულტაციები იგეგმება ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს, ონლაინ, რეგისტრაციის საფუძველზე.

უახლოესი კონსულტაცია დაგეგმილია შემდეგ პროგრამებში, მოცემული განრიგის მიხედვით:

 

ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა – 26 ივნისი, 13:00 საათი

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:  ZOOM

ტექნიკური ხასიათის შეხვედრა აპლიკაციის ფორმის შევსების თაობაზე – 26 ივნისი, 14:00 საათი

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: ZOOM

დამატებითი ინფორმაციისათვის  დაგვიკავშირდით:; +995 32 2 25 04 63.

გაქვთ შეკითხვები?

კონსულტაციის დანიშვნამდე, გთხოვთ, გაეცნოთ  ფონდის 2024 წლის პროგრამულ პრიორიტეტებს, განაცხადების მიღების კრიტერიუმებსა და ჩვენს პასუხებს ხშირად დასმულ შეკითხვებზე

პროგრამები

 

პროგრამები

ფონდიდან დაფინანსების მიღება შეუძლიათ არამომგებიან, არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ფიზიკურ პირებს.

ფონდის საქმიანობა შესაბამისობაშია გრანტების შესახებ საქართველოს კანონთან, რომლის თანახმად, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი,  საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი, მისი წარმომადგენლობა-ფილიალი, განყოფილება.

გრანტების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, გრანტის მიმღები ვერ იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქე.  გრანტის მიღების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს,  საქართველოს რეზიდენტ ან არარეზიდენტ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, მის წარმომადგენლობას-ფილიალს, განყოფილებას.

საპროექტო განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, ფონდის ვებგვერდზე განთავსებული აპლიკაციის ფორმის მეშვეობით.

ონლაინ საპროექტო განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება რეგისტრაციიდან 8-10 კვირის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ პროგრამაში თანხა ამოწურულია და მიმდინარე ეტაპზე საპროექტო განაცხადი არ განიხილება, განაცხადის წარმდგენი მიიღებს შეტყობინებას  განხილვის მომდევნო წლისთვის გადადების თაობაზე.

პროექტის წარმოდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ მოცემულ მომენტში ორგანიზაცია ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს. ერთსა და იმავე პერიოდში მიმდინარე პროექტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს.

პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის. საქმიანობის პერიოდი დაგეგმილ საქმიანობას უნდა შეესაბამებოდეს.

პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის. საქმიანობის პერიოდი დაგეგმილ საქმიანობას უნდა შეესაბამებოდეს.

სახელფასო ბიუჯეტის ზღვარი დადგენილი არ არის და დამოკიდებულია პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.

რეკომენდაცია უნდა ეხებოდეს პროექტსაც და მის წარმდგენსაც. სასურველია, რეკომენდატორი იყოს პროექტის შესაბამის სფეროში კომპეტენციის მქონე პირი. გარდა ამისა, ის უნდა იცნობდეს პროექტის წარმდგენის გამოცდილებასა და საქმიანობას.

რეკომენდატორი არ უნდა იყოს  ფონდის აღმასრულებელი საბჭოსა და   საექსპერტო კომისიის წევრი, ფონდის თანამშრომელი ან რაიმე სახის ინტერესთა კონფლიქტის მქონე პირი.

პირველ ეტაპზე, წარმოდგენილ საპროექტო განაცხადს შესაბამისი პროგრამის საექსპერტო კომისია განიხილავს.

პროექტის დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი საბჭო, საექსპერტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მისი დაწყების თარიღი აითვლება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან. შესაბამისად, პროექტის დაწყების დღის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოთ პროექტის განხილვისა და დამტკიცებისთვის საჭირო 8-10 კვირის ვადა.

ფონდი საზღვარგარეთ სწავლას არ აფინანსებს. საზღვარგარეთ განათლების შესაძლებლობებისა და დაფინანსების მოძიების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის საერთაშორისო განათლების ცენტრის ვებგვერდს www.cie.ge

ფონდი სამგზავრო გრანტებს არ გასცემს. ფონდი მგზავრობის ხარჯებს ანაზღაურებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაფინანასებული პროექტი მონაწილეთა საერთაშორისო ვიზიტს ითვალისწინებს.

ფონდის მხარდაჭერით გამოცემული პუბლიკაციები, ძირითადად, უფასოა. მათი უმეტესი ნაწილის სრული ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ფონდის ვებგვერდის განყოფილებაში „ბიბლიოთეკა“. პუბლიკაციები, რომელთა ელექტრონული ვერსიები არ არსებობს, შეგიძლიათ მოიძიოთ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისში არსებულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ათასზე მეტი დასახელების სხვადასხვა თემატიკის წიგნს მოიცავს. ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურის გადამოწმება შესაძლებელია ელექტრონული კატალოგის მეშვეობით.

 

 

სასურველია, ფონდში პროექტის შემოტანამდე კონსულტაცია გაიაროთ კონკრეტული პროგრამის წარმომადგენლებთან. ეს შეხვედრა სწორ წარმოდგენას შეგიქმნით თქვენი პროექტის ფონდის პრიორიტეტებთან შესაბამისობის შესახებ. კონსულტაციები იგეგმება ყოველი თვის ბოლო ოთხშაბათს, ონლაინ, რეგისტრაციის საფუძველზე.

ამჟამად ფონდი ბიზნესის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს არ აფინანსებს. ეკონომიკური განვითარების პროგრამა ფონდში აღარ ფუნქციონირებს 2008 წლიდან.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდში კომისიისა და აღმასრულებელი საბჭოს მიერ დაწუნებული პროექტის  დაფინანსების საკითხი აღარ განიხილება მომდევნო წლის მანძილზე და/ან მიმდინარე სტრატეგიული პრიორიტეტების მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, შინაარსობრივად დაწუნებული პროექტის მსგავსი განაცხადი მოკლებულია დაფინანსების შესაძლებლობას. პროექტის ხელმეორედ წარმოდგენის საკითხი განხილულ უნდა იქნეს შესაბამის პროგრამასთან.

პროგრამებთან საკონსულტაციო შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ეწვით კონსულტაციის გვერდს.