
2014 წლის 23 იანვრიდან ამოქმედდა პაციენტთა უფლებების დაცვის ცხელი ხაზი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა უფასო სერვისებს სთავაზობს, კერძოდ:
პროექტი მომხმარებელს კომუნიკაციის ორ საშუალებას სთავაზობს:
1. ცხელი ხაზი: 2 103 003 – ზარი უფასოა ძველი ქსელების აბონენტებისთვის. ცხელი ხაზი ფუნქციონირებს 10:00 დან 18:00 საათამდე შაბათ-კვირის გარდა.
2. ინტერნეტ სივრცე: პროექტის ფარგლებში შექმნილია ვებ-გვერდი www.patientsrights.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია პაციენტთა უფლებების და სახელმწიფო პროგრამების შესახებ. ასევე საიტის საშუალებით შესაძლებელია ონლაინ კონსულტაციის მიღება. ინფორმაციის მისაღებად ასევე შექმნილია Facebook-ის გვერდი www.facebook.com/patientsrights.
პროექტს ახორციელებს საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის მართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.