
მონიტორინგის შედეგები სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნათია იმნაძემ, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა წარმოადგინეს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგი 2011 წლის პირველ ნახევარში, ერთობლივი პროექტის ფარგლებში განახორციელეს. მონიტორინგის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა შეისწავლეს.
„მე მიხარია, რომ სახალხო დამცველი არ არის ერთადერთი დაწესებულება, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს. ჩვენთან ერთად
ზოგადი პრობლემა, რაც ყველა დაწესებულებას აქვს არასათანადო მოპყრობის შემთხვევების არაეფექტური გამოძიებაა. თამარ ჩუგოშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს: „ძირითადი პრობლემები, რაც მონიტორინგის შედეგად აღმოვაჩინეთ დაკავშირებულია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე და მათ გამოძიებაზე. გამოძიება არის არაეფექტური, ზოგიერთ შემთხვევაში კი საერთოდ არ იწყება გამოძიება. სწორედ ამის შედეგია ის, რომ პატიმრები სტრასბურგის სასამართლოს საკმაოდ ხშირად მიმართავენ”.

ორგანიზაციების განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოპყრობის გაუმჯობესების თვალსაზრისით წინსვლა არ შეინიშნება. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა გლდანის პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის მე-8 შერეული ტიპის დაწესებულებაში. ნათია იმნაძის თქმით, „დასჯის მეთოდად კვლავ გამოიყენება არაადამიანური მოპყრობა. ცემაზე და წამებაზე რომ აღარ ვისაუბროთ, საკანში ნებისმიერი ხმაური, საუბარი, გადაცდომად ითვლება და დასჯის საგანი ხდება.”
ანგარიში სრული სახით მარტში გამოქვეყნდება და საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.