
ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები 29 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი ჟურნალისტებს ინფორმაციას მიაწვდიან არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. 29 ივნისს მედიაცენტრში გაიმართება 7 ბრიფინგი. 30 ივნისს დაგეგმილ 3 ბრიფინგზე დამკვირვებლები შეაჯამებენ განმეორებითი არჩევნების მიმდინარეობას.
ინტერნეტში ინფორმაცია განახლდება ფეისბუქის გვერდზე, რომელსაც მოიძიებთ სახელწოდებით NGO მედიაცენტრი. ამავე გვერდზე, შესაძლებლობა გექნებათ , ლაივსტრიმის მეშვეობით პირდაპირ ეთერში თვალი ადევნოთ ცენტრში მიმდინარე აქტივობებს.
მედიაცენტრი წარმატებით მოქმედებდა 2007 წლის საპარლამენტო, 2008 წლის საპრეზიდენტო, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2012 წლის საპრეზიდენტო და 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებისას. მედიაცენტრი იყო ის ადგილი, საიდანაც არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებდნენ საჯარო განცხადებებს და სადაც თავს იყრიდა არჩევნებთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.