აჩუქეთ წიგნი...- საქველმოქმედო აქცია

17 ივნ, 2013

 

ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” თანამშრომლები ვაგროვებთ წიგნებს  სასკოლო ასაკის ბაშვებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ ხურვალეთში, წითელუბანსა და შავშვებში (გორის მუნიციპალიტეტის სოფლები).

შეგროვილი ლიტერატურა გადაეცემა სკოლების ბიბლიოთეკებს, სადაც, მიუხედავად ახალგაზრდების დიდი სურვილისა, წიგნები მცირე რაოდენობით არის.

მოწოდებულ წიგნს შეგიძლიათ დაურთოთ სურვილების/მისალმების ბარათი, რაც გვჯერა რომ ბავშვებს დამატებით გაახალისებს.

 

 

 

ხურვალეთის, წითელუბანის და შავშვების სოფლებში ცხოვრობენ:

  • ქართველები და ოსები;
  • დევნილები;
  • ეკომიგრანტები აჭარის მთიანი ზონიდან;
  • ჩამოსახლებული მუსულმანი მესხები.

ჩვენ შევაგროვებთ და თავად ჩავუტანთ ბავშვებს წიგნებს. გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია და თავადაც შემოგვიერთდეთ!

წიგნები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ფონდის “ღია საზოგადოება- საქართველოს” ოფისში 2013  წლის 28 ივნისამდე ქ.თბილისში შემდეგ მისამართზე ჭოველიძის ქ.10 (ყოფილი ბელინსკის ქუჩა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე).

ხურვალეთის, წითელუბანისა და შავშვების ბავშვები ელიან თქვენს წიგნებსა და ბარათებს!

 

###

 

საკონტაქტო პირები:

ანა ტოკლიკიშვილი- 595 221 999, ელ.ფოსტა:

ნინო კიკნაველიძე- ტელ: 577 71 97 97,  ელ.ფოსტა: