ახალი წიგნი

20.01.2010

საქართველოს კანონმდებლობის თარგმნა აფხაზურ ენაზე კონსტიტუციით გათვალისწინებულ სახელმწიფო ვალდებულებას წარმოადგენს.

ქართულიდან აფხაზურ ენაზე ქვეყნის ძირითადი კანონის წინამდებარე თარგმანი არის მეორე ცდა. პირველი თარგმანი განხორციელდა 1999 წელს – აფხაზური ენის სახელმწიფო სტატუსის დამკვიდრების პროგრამის ფარგლებში.

მოცემული გამოცემა შესრულებულია ქვეყნის კონსტიტუციაში, აფხაზურ ენასა და დამწერლობაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით, თარგმანი განხორციელდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ინსტიტუტში. 

გამოცემა წარმოადგენს აფხაზეთში სამართლებრივი დახმარების პროექტის ერთ-ერთ ნაწილს და განკუთვნილია ფართო საზოგადოებისათვის.

ორივე გამოცემა განხორციელდა ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” დაფინანსებით. 

საქართველოს კონსტიტუცია აფხაზურ ენაზე