ირვინ გოფმანი (1922-1982) ამერიკული სოციოლოგიური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მოღვაწეობდა ჩიკაგოს, ბერკლის, პენსილვანიის უნივერსიტეტებში. 1981-82 წლებში იყო ამერიკული სოციოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტი. არის მრავალი ცნობილი ნაშრომის ავტორი. მისი მონოგრაფია “თვითპრეზეტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში” მე-20 საუკუნის საუკეთესო წიგნების ათეულშია შეტანილი.

ი.გოფმანის ნაშრომის “თვითპრეზეტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში” უფრო ახლოს გაცნობა დაეხმარება ქართველ მკითხველს, ჩასწვდეს ყოველდღიური ცხოვრების ფუნდამენტურ პრობლემებს და დაეუფლოს მისი სირთულეების წარმატებით დაძლევის ხელოვნებას.
ც.ხინთიბიძე
ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.