
შეჯიბრში მონაწილეობდნენ ახმეტის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ლაგოდეხის, საგარეჯოს ძიუდოს სკოლების 1990 წლამდე დაბადებული ჭაბუკები 8 წონით კატეგორიაში. ტურნირმა კახეთის რეგიონის მაცხოვრებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც გულშემატკივართა აქტიურ მხარდაჭერაში გამოიხატა.
ასპარეზობას ესწრებოდა და მთავარ მსაჯობას უწევდა ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური. გამოვლინდა ტურნირის გამარჯვებული გუნდი ახმეტა I, მეორე და მესამე ადგილები ახმეტა II და დედოფლისწყაროს გუნდებზე გადანაწილდა. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს სპეციალური თასები და სამახსოვრო სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
|
თამარ ქალდანი, დავით მეტრეველი |
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.