„ასე ფიქრობენ ბავშვები” – ძალადობის ზეგავლენა ბავშვის გრძნობებზე, აზრებზე, შეხედულებებზე
ეძღვნება ბავშვზე ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეს – 19 ნოემბერს
მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, ორშაბათს, 16:00 საათზე ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” ოფისში პროგრამის “აღმოსავლეთ – აღმოსავლეთი საზღვრებს გარეშე” ფარგლებში ტარდება სემინარი ჟურნალისტებისთვის.
სემინარს ატარებს ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდი. ეს ფონდი და მისი გუნდი ძალადობაგანცდილ და უგულებელყოფილ ბავშვებს მაღალპროფესიონალური ფსიქოლოგიური დახმარებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ისინი ატარებენ ტრენინგებსა და კონსულტაციებს პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის და საზოგადოების სხვა წევრებისთვის ბავშვთა მიმართ ძალადობის პრობლემის შესახებ.
საზოგადოების განწყობის, დამოკიდებულებისა და ქცევის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ჟურნალისტებს. მათ უნდა უზრუნველყონ მოვლენების გაშუქება ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დაცვით იმისათვის, რომ არ მოხდეს ძალადობაგანცდილი ბავშვების, მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მეტად ტრავმირება.
სწორედ ამიტომ, ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე ბავშვზე ძალადობის საკითხის ეთიკურად გაშუქების თემებზე გაამახვილებს ყურადღებას:
სემინარის დასკნით ნაწილში გაიმართება დისკუსია – კონფიდენციალობის საკითხები, პროფესიული ვალდებულებები და ეთიკა;
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს (ტელე-რადიო, ინტერნეტმედია, პრესა) როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან, ასევე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს.
სემინარი ჩატარდება ქართულ ენაზე 19 ნოემბერს, ორშაბათს, 16:00 საათზე. ლექციის ხანგრძლივობა 2 საათი.
მისამართი: თბილისი, ჭოველიძის ქ. #10, ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” შენობა, მე-2 სართული, საკონფერენციო დარბაზი.
დასწრების მსურველებს გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა მიმდინარე წლის 13 ნოემბრის 17:00 საათამდე ელ. ფოსტის მისამართზე: tsereteli@csf.ge , Anuka@csf.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ანა ტოკლიკიშვილს (595 22 19 99) ან თამარ წერეთელს (577 15 15 07).
გარდა სემინარისა, იმავე საღამოს, 19 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება ბავშვების ნახატების გამოფენა და ვიდეო რგოლის პრეზენტაცია, რომელიც გვიჩვენებს ბავშვის თვალით დანახულ ძალადობას.