2009 წლის 17 და 18 ივნისს გალერეა “უნივერსში” გაიიმართება ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისადმი მიძღვნილი გამოფენა – გაყიდვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მეოცე საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისა და მათი თანაკლასელების როგორც ერთობლივი, ასევე ინდივიდუალური ნამუშევრები.
გამოფენის ორგანიზატორები არიან მე-20 საჯარო სკოლა და ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაცია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.
ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაცია