1-2 თებერვალს, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” და ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიხსნება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გაეროს უნივერსალური პერიოდულ მიმოხილვას (UPR) მიეძღვნება.
კონფერენცია აერთიანებს ექსპერტთა ჯგუფს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონფერენციის მთავარი მიზანია გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების გამოცდილების გაზიარება. ამისათვის სამი ძირითადი საკითხი იქნება განხილული: 1) ფართო პროცესი და გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილის რეფორმა; 2) გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვაში ჩართვასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციათა საუკეთესო პრაქტიკა; 3) არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამისი სტრატეგია და ტაქტიკა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 90 ექსპერტი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.
“იმედი გვაქვს, რომ კონფერენცია იქნება კარგი საშუალება დაინტერესებული მხარეებისთვის გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვასთან დაკავშირებით გამოცდილების გასაზიარებლად, ასევე რეფორმისა და სიახლეების რეალიზებისთვის, ეფექტური რეკომენდაციების მოსამზადებლად და არასამთავრობო ორგანიზაციების საუკეთესო ინტერვენციის პრაქტიკის შესასწავლად.”-აღნიშნავს თამარ ქალდანი, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” წარმომდგენელი.
საქართველოდან კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი; ასევე ადამიანის უფლებათა სახლი და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისი.