დემოკრატიის პერსპექტივა საქართველოში

21.06.2013

წინააღმდეგობრივი არჩევნებიდან შვიდი თვის თავზე, რომელმაც ხელისუფლების ისტორიული ცვლილება გამოიწვია, საქართველოში კვლავ არასაიმედო მდგომარეობაა. არჩევნების შემდეგ პარლამენტი, როგორც საკანონდმებლო ორგანო გაძლიერდა. იგი აერთიანებს კოალიცია „ქართული ოცნების” (რომელსაც სათავეში პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უდგას) წევრებსა  და „ერთიან ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს. მათ შორის კოჰაბიტაციის შედეგია მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები. თუმცა კოჰაბიტაციას სტაბილური ხასიათი არ გააჩნია. ახლახან ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების დაკავებამ კითხვები წარმოშვა. ახალ ხელისუფლება დიდი გამოწვევის წინაშე დგას  – ერთის მხრივ მან უნდა დააკმაყოფილოს საზოგადოების მოთხოვნა და პასუხი მოსთხოვოს წინა ხელისფულების წარმომადგენლებს თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო და ამავე დროს განახორციელოს ამბიციური საკანონმდელბო ცვლილებები. ახალი ხელისუფლების გახსნილობამ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და რეფორმისტულმა მიდგომებმა მიუკერძოებელ დამკვირვებელზე შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა ამომრჩეველი სულ უფრო მოუთმენლად ელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სამუშაო ადგილების შექმნას.

წარმოდგენილი Policy brief მმართველი კოალიციის წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავს. იგი აღნიშნავს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სისხლის სამართლის რეფორმას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სამართლიანობის აღდგენასთან შედარებით.დოკუმენტი ხელისუფლებას და ოპოზიციას გრძელვადიანი რეფორმების გატარებისას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი კონსტრუქციული მიდგომისკენ მოუწოდებს, რათა დაცული იყოს მათი ნეიტრალურობა და არ მოხდეს მათი გამოყენება მმართველი ძალის ინტერესების სასარგებლოდ. ამასთან მართალია, ხელისუფლების მიერ საერთაშორისო საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება საჭიროა, მაგრამ მან ნაკლებად უნდა გაამახვილოს ყურადღება საზღვარგარეთ იმიჯის შექმნაზე და მეტი დრო დაუთმოს საკუთარი მოქალაქეების მოსმენას და რეფორმების გატარებას.  დაბოლოს, ოქტომბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების და ნოემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის წინ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, პარლამენტარებმა და ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ პარტიული ნიშნით  ნაკარნახევი ნაბიჯების გადადგმა და საქართველო მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მიხედვით უნდა შეაფასონ.

დემოკრატიის პერსპექტივა საქართველოში