ევროპის უნივერსიტეტის და საერთაშორისო განათლების ცენტრის მასტერკლასი მარკეტინგულ კომუნიკაციაზე

01.03.2012

 

ევროპის უნივერსიტეტი (European University) და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” პარტნიორი ორგანიზაცია საერთაშორისო განათლების ცენტრი  გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად მარკეტინგული კომუნიკაციის მასტერკლასზე.

მასტერკლასი დაეთმობა შემდეგ თემებს:

  • მარკეტინგის დღევანდელი სამყარო;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგი;
  • მუდმივად ცვალებადი მომხმარებლის გავლენა თანამედროვე მარკეტინგზე.

თარიღი: 17-18 მარტი, 2012 წელი
დრო: 9:00სთ – 17:00სთ

მასტერ კლასს ჩაატარებს ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი რამინ ალექსანდერ ესმაილი (უნივერსიტეტის მიუნხენის ფილიალი).

ინფორმაცია მონაწილეობის ღირებულების, პროგრამის და სხვა საკითხების შესახებ ნახეთ საერთაშორისო განათლების ცენტრის ვეგვერდზე. 

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.