მოძრაობა ‘ეს შენ გეხებამ’ ფარული თვალთვალის წინააღმდეგ კამპანია განაახლა სლოგანით ‘ისევ გვითვალთვალებენ, ისევ ავრცელებენ’.
პირველი პრესკონფერენცია 14 მარტს, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ოფისში ჩატარდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონკრეტული მოთხოვნები გაახმოვანეს. კონფერენციის შემდეგ კი პრეზიდენტს შეხვდნენ.
‘ეს შენ გეხებას’ ორგანიზებით 19 მარტს, შაბათს, 13:00 საათზე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება აქცია, სადაც მოქალაქეები პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებას გააპროტესტებენ და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას მოითხოვენ.
2012 წელს ‘ეს შენ გეხებას’ ძალისხმევის შედეგად შეიქმნა გარემო, რომელმაც საზოგადოებას თავისუფალი და ობიექტური არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. 2014 წელს კამპანია ისევ განახლდა და მისი წევრები ამტკიცებდნენ, რომ გრძელდებოდა უკანონო თვალთვალი, ისევ გვისმენდნენ, ისევ ავრცელებდნენ ძველ თუ ახალ კადრებს, არ გვიტოვებდნენ პირად სივრცეს… კამპანიამ მიაღწია ცვლილებას კანონმდებლობაში, მაგრამ როგორც მისი წევრები ამბობენ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
მედია ამ თემაზე:
ტერორი პირადი ცხოვრებით– რადიო ‘თავისუფლება’
‘ეს შენ გეხებას’ 3 მოთხოვნა-ნეტგაზეთი
„ეს შენ გეხებას” წევრები პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ– ლიბერალი