დღეს, 17 თებერვალს, 2 საათზე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა პარლამენტში შეიტანეს პეტიცია და საკანონმდებლო წინადადება, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლას გულისხმობს.
პარალელურად, პარლამენტის წინ გაიმართა აქცია, რომელსაც რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. ორგანიზაციებმა და მოქალაქეებმა სხვადასხვაგვარად გამოხატეს პროტესტი არსებული კანონმდებლობის მიმართ.
პეტიციაზე ხელმოწერა კვლავ მიმდინარეობს. მოცემულ მომენტში, პეტიციას უკვე 400-ზე მეტი ორგანიზაცია და ხელმომწერი ჰყავს, მათ შორის, 260-ზე მეტი ელექტრონული: www.petitions24.org/esshengexeba.
კამპანიას შეგიძლიათ შეუერთდეთ Facebook-ზეც.
ფოტორეპორტაჟი: