„ეს შენ გეხება”

14.03.2012

წყარო: ვებგვერდი “ეს შენ გეხება”.

15 მარტს, 13:00საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში” კამპანიის „ეს შენ გეხება” წევრი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ.

კამპანიის მონაწილეები გამოეხმაურებიან კონტროლის პალატის მიერ 12 მარტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დაწყებულ ახსნა-განმარტებების მასობრივი ჩამორთმევის შემთხვევებს და ამ პროცესის პირველად სამართლებრივ შეფასებას გააკეთებენ.

პირდაპირი ეთერი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

 

###

არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლება 13 თებერვალს წამოიწყეს კამპანია “ეს შენ გეხება”, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, 170-მდე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ, აგრეთვე, 1500-მდე ფიზიკურმა პირმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელიც, საკანონმდებლო წინადადების პაკეტთან ერთად, საქართველოს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგინეს. 23 თებერვალს კამპანიის ორგანიზატორებმა თბილისსა და საქართველოს რვა ქალაქში გამართეს საინფორმაციო შეხვედრები, რომელზეც მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია კანონით დაწესებული შეზღუდვების თაობაზე. 1 მარტს გაიმართა საკანონმდებლო წინადადებათა ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა. 2 მარტს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა საკუთარი წინადადებები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს. 5 მარტის ბიუროს სხდომაზე დავით ბაქრაძემ გააკეთა განცხადება კანონმდებლობაში დამატების შეტანის თაობაზე, რომელიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობას არ შეზღუდავს. 7 მარტს კამპანიის მონაწილეები დავით ბაქრაძის განხადებას გამოეხმაურნენ, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი ცვლილება მისაღებია, მაგრამ არა საკმარისი. 9 მარტს შევიდა მიმართვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტში და საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ.