2007 წლის 21-22 მაისს ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო” დაფინანსებით სასტუმრო ,,ვარაზში” გაიმართა ზიანის შემცირების პირველი ეროვნული კონფერენცია. კონფერენცია ორგანიზებული იყო ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მიერ, რომლის შემადგენლობაში ზიანის შემცირების, აივ/შიდსისა და ნარკომანიის საკითხებზე მომუშავე 14 ორგანიზაცია შედის.
კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ ღია საზოგადოების ინსტიტუტის ზიანის შემცირების განვითარების საერთაშორისო პროგრამის და კანადის აივ/შიდსის ლეგალური ქსელის წარმომადგენლები, ტექნიკური ექსპერტები უკრაინიდან.
კონფერენციის მუშაობის დროს ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე: ზიანის შემცირება საქართველოში: ბარიერები და მიღწევები; ზიანის შემცირების განვითარების საერთაშორისო და ადგილობრივი პერსპექტივები; ჩანაცვლებითი მკურნალობა; შპრიცების გაცვლა და ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება; ნარკოპოლიტიკის განვითარება/ადამიანის უფლებები; ნარკოტიკებისგან თავისუფალი მკურნალობა/რეაბილიტაცია.
ორდღიანი მუშაობის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობისა და გენერალური პროკურორის სახელზე.
მიმართვის ტექსტი იხილეთ აქ
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი: თეა ახობაძე – teaa@csf.ge