1-3 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „ქორთიათ მარიოტში” სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” (EPRC ) ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში – საქართველოს მაგალითი”.
კონფერენციას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორები და კურსამთავრებულები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ამასთან, საქართველოს ხელისუფლების, უნივერსიტეტების და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით ტარდება.