კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში

20.10.2011

18 ოქტომბერს სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში” ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოაციაციამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბოლო ოთხი თვის პრაქტიკული საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინეს. პროექტს მხარს უჭერს ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” და მისი მიზანია ვითარების გაუმჯობესება სატელევიზიო მედიასივრცეში.

ოთხი თვის მანძილზე, მონიტორინგის ჯგუფმა შეისწავლა და გაანალიზა სატელევიზიო მედიის საკითხებზე კომისიის მიერ დამტკიცებული ყველა სამართლებრივი აქტი და ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები. ჯგუფმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო, სანქცირების მართლზომიერების, მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და კომისიის წევრთა ინტერესთა კონფლიქტის საკითხებს.

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის წარმომადგენლის ლევან დოლიძის მიერ ანგარიშის წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია მონიტორინგის ჯგუფისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებს შორის. დისკუსიის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება ინტერესთა კონფლიქტის საკითხზე გაამახვილეს.

 

სტატიები ამავე თემაზე ინტერნეტმედიაში:

ჟურნალი ”ლიბერალის” ინტერნეტგამოცემა-აქვს თუ არა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ინტერესთა კონფლიქტი?

რადიო ”თავისუფლება”-სატელევიზიო მედიასივრცის სამოქალაქო მონიტორინგი

ნეტგაზეთი-სატელევიზიო მედიასივრცის მონიტორინგის შედეგები

ნახეთ სრული მედიაგაშუქება.

ღონისძიების ფოტოგალერეა.