კონფერენცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმაზე

06.10.2011

7 ოქტომბერს, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში: მედიაცია და განრიდება”.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი, სამართლის დოქტორი ჰანს-იორგ ალბრეხტი, ინსტიტუტის თანამშრომლები, სამართლის დოქტორი იოჰან რინჩიანუ, სამართლის დოქტორი მიხეილ კიხლინგი, სამართლის დოქტორი ელიკო წიკლაური-ლამიხი.

კონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი – გიორგი ტუღუში, “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” პროექტის კოორდინატორი, მოსამართლე რენატა უინთერი. კონფერენციაში მონაწილეობდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები, “ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში”, მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, პროგრამა “ჰარმოიას” საქართველოს ფილიალის, სომხეთის იურიდიული სოციალიზაციის პროგრამის წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის, “აღდგენითი მართლმსაჯულების”, დამნაშავესა და დაზარალებულს შორის მედიაციის, განრიდების საკითხები.

პროექტი ხორციელდება ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.