კონფერენცია თემაზე: ‘უახლესი ეთიკური გამოწვევები ქართულ მედიაში’

21.11.2012

უახლესი ეთიკური გამოწვევები ქართულ მედიაში

 

22  ნოემბერს, ხუთშაბათს, 10.00  საათზე  საქართველოს უნივერსიტეტის შენობაში გაიხსნება 2 დღიანი კონფერენცია თემაზე-‘უახლესი ეთიკური გამოწვევები ქართულ მედიაში’.

კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. თანაორგანიზატორები არიან: ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო” და საქართველოს უნივერსიტეტი.

კონფერენციაზე უცხოელი და ქართველი ექსპერტები მიმოიხილავენ წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის შედეგად სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით გამოვლენილ ეთიკურ პრობლემებს.

კონფერენცია გაიმართება 2012 წლის 22-23 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტის შენობაში. კონფერენციის სამუშაო საათებია: 22  ნოემბერი 09:30 – 17:30 საათი; 23 ნოემბერი 10:00-13:00 საათი.

მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსი, მეხუთე სართული. 

 

ნახეთ დღის წესრიგი.

 

საკონტაქტო პირები: 

თამარ კორძაია, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, 574 722 777;

ნათია კალაძე, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი, 599 55 81 80.