
ქართულ მედიაში არსებულ ვითარებასა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს მედიაექსპერტებმა, მედიაორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
პრეზენტაციები და დისკუსიები გაიმართა რეგიონული მედიის პრობლემებსა და გამოწვევებზე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესზე, ახალი მედიის განვითარების ტენდენციებზე, სტუდენტური მედიის განვითარებაზე.
სადისკუსიო პანელების შემდეგ გაიმართა ბოლო პერიოდში ფონდის მხარდაჭერით გამოცემული პუბლიკაციების პრეზენტაცია.
ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით მედიაკონფერენცია წელს მესამედ ტარდება. 2014 წლის კონფერენცია იყო პირველი ღონისძიება ფონდის 20 წლიანი საიბილეო კამპანიის ფარგლებში.
ფონდის დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა ისაუბრა ფონდის როლზე მედიის განვითარების პროცესში: “წელს 
ბოლო წლებში, მედიის თავისუფლებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი საქმიანობა ფონდის მხარდაჭერით შექმნილ მედიის ადვოკატირების კოალიციას ეკუთვნის, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა. სწორედ მედიის ადვოკატირების კოალიციის ძალისხმევის შედეგია მედიის გამჭვირვალობასთან და თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუმჯობესება და MUST CARRY/ MUST OFFER პრინციპის ამოქმედება. მედიაკოალიცია აქტიურად არის ჩართული ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესშიც. კოალიციის ძალისხმევით მოხდა არაერთი ჟურნალისტის უფლების დაცვა.
დეტალურ ინფორმაციას მომხსენებლებზე და თემებზე მედიაკონფერენციის ვებგვერდზე ნახავთ.
კონფერენციის გაშუქება მედიაში.
მოცემული ინფოგრაფიკა ფონდის მხარდაჭერით მედიის განვითარების 20 წლის ისტორიას ასახავს:
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.