მელვინ მენჩერის სახელმძღვანელოს „ ახალი ამბების გაშუქება და წერა“ პრეზენტაცია

3 თებ, 2014

4 თებერვალს, 19:00 საათზე, ფრონტლაინ კლუბში (მის: ლადო ასათიანის (ყოფილი ენგელსი) ქ.  N 62) გაიმართება მელვინ მენჩერის სახელმძღვანელოს „ ახალი ამბების გაშუქება და წერა” პრეზენტაცია.

წიგნს წარმოგიდგენთ ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”  და გამომცემლობა ,,დიოგენე”.

წიგნი სტუდენტებს და მოქმედ ჟურნალისტებს გააცნობს თანამედროვე ჟურნალისტიკის მიდგომებს, ძირითად აკადემიურ ცნებებს და თეორიებს. სახელმძღვანელო ინგლისურ ენაზე მეთორმეტედ გამოიცა, რაც  მეტყველებს  მის ხარისხსა და აქტუალურობაზე. წიგნი ქართულად თარგმნა ლაშა გველესიანმა.

მელვინ მენჩერის  სახელმძღვანელო „ ახალი ამბების გაშუქება და წერა” გამოიყენება 100-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

###

საკონტაქტო პირი პრესისთვის:

გვანცა კიკალიშვილი,  ტელ: 599 799 646 , ელ-ფოსტა: , www.csf.ge