მე–ადამიანი
მშვიდობისა და ადამიანის უფლებების მე-3 სამხრეთ კავკასიური კინოფესტივალი (სექტემბერი–ნოემბერი 2009)
ფესტივალის ინიციატორები და დონორები არიან ფონდი “ღია საზოგადოება -საქართველო” და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი. ფესტივალს ასევე მხარს უჭერენ “ღია საზოგადოების” ინსტიტუტი (ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა), შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის ფონდი და შვეიცარიის საელჩო საქართველოში.
მშვიდობისა და ადამიანის უფლებების სამხრეთ კავკასიური კინოფესტივალი “მე-ადამიანი” უნიკალური ფესტივალია “ბორბლებზე”. ის მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით აჩვენებს დოკუმენტურ ფილმებს შერიგებაზე, ადამიანის უფლებებსა და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე და მაყურებელს ფილმებში წარმოდგენილი მწვავე თემების განხილვისაკენ მოუწოდებს. ყოველწლიურად კინოფესტივალი მაყურებელს 10-12 მაღალხარისხოვან უცხოურ დოკუმენტურ ფილმს სთავაზობს. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ის სამხრეთ კავკასიის 51 დასახლებულ პუნქტში გაიმართა. ვრცლად…
თამუნა გურჩიანი
“მე – ადამი8ანი”