“მთავრობის 50-დღიანი პროგრამა – ანალიზი, შეფასებები” - ანგარიშის პრეზენტაცია

27 მაი, 2008

“მთავრობის 50-დღიანი პროგრამა – ანალიზი, შეფასებები”  ითვალისწინებს მთავრობის 50-დღიანი პროგრამის ანალიზს. 

საგულისხმოა, რომ ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” შიდა პროექტით გათვალისწინებულ ვადებში 50 დღიანი სამთავრობო პროგრამის გრძელვადიანი ეკონომიკური და სოციალური ეფექტიანობის შეფასება შეუძლებელია, თუმცა საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია 50-დღიანი პროგრამის განხორციელების პროცესის ანალიზი და სამოქალაქო სექტორის მხრიდან გარკვეული რეკომენდაციების წარდგენა საზოგადოებისა და მთავრობისთვის.

შიდა პროექტი “მთავრობის 50-დღიანი პროგრამა – ანალიზი, შეფასებები” განახორციელა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამა (ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულება, კოორდინატორი – ირინა ლაშხი).