„მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება

13 მარ, 2012

ხუთშაბათს, 15 მარტს, 5 საათზე საკონფერენციო დარბაზში გაიმართება “სტუდია მონიტორის” მორიგი ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია.

ჟურნალისტური გამოძიება ეხება ავჭალაში მცოვრები 19 წლის გიორგი ჩუბინიძის დაკავებასა და გასამართლებას.

ჩუბინიძე, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა, 2011 წლის 3 იანვარს 3 ავჭალელთან ერთად დააპატიმრეს და 56 ლარის და 46 თეთრის ჯართის ქურდობის მცდელობაში მონაწილეობისთვის 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

მოძიებული მტკიცებულებებით ჩუბინიძე მხოლოდ დაქირავებული ტაქსის მძღოლი იყო და ჯართის მოპარვაში არ მონაწილეობდა, უფრო მეტიც ჯართის ნაწილი ჩუბინიძის კლიენტებს მეზობელმა აჩუქა, ნაწილი კი ნანგრევებიდან იყო შეგროვებული. ჩუბინიძესთან ერთად დაკავებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ჩუბინიძე ჯართის შეგროვებაში არ მონაწილეობდა.

საბოლოოდ გიორგი ჩუბინიძეს 8 წლით პატიმრობა შეუფარდეს, ეს განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა.

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია საქმეში არსებული დარღვევები.