7 მაისს, პარასკევს, 14:00სთ-ზე “ქორთიარდ მარიოტში’ (თავისუფლების მოედანი #4) არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების თხოვნით, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” გამართავს მრგვალ მაგიდას, რომელზეც განიხილება პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები ტელესამაუწყებლო კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავების ჩამოწერის შესახებ.
შეხვედრის მიზანია ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობას, საზოგადოების ინფორმირებას საკონონმდებლო ინიციატივების შესახებ და მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.
შეხვედრაზე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” და ჟურნალ “ლიბერალის” წარმომადგენლები წარმოადგენენ პრეზენტაციებს, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია.
შეხვედრაზე მოწვეულნი არიან პარლამენტის, ტელემაუწყებლების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და იგი ღიაა სხვა დაინტერსებული პირებისთვის.
შეხვედრა გაიმართება 7 მაისს, “ქორთიარდ მარიოტში” (თავისუფლების მოედანი #4) 14.00 საათზე.
###
ანა ტოკლიკიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი
ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”
ელ-ფოსტა