თებერვლის თვიდან, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ბიბლიოთეკის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მონაცემთა ბაზებით: EBSCO, Cambridge University Journals, Oxford University Journals, რომელშიც თავმოყრილია აკადემიური-სამეცნიერო სტატიები, პოლიტიკური მიმოხილვები, ბიზნესის ლიტერატურა და მრავალი სხვა, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გამოიცემა. ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება ბიბლიოთეკის ყველა მკითხველს სამომხმარებლო სახელისა და პაროლის გამოყენებით.