2014 წლის 12 მარტს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის “ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობებისთვის” პროექტის მონაწილე 20-მდე სტუდენტი ახალქალაქიდან და თბილისიდან საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ეწვია.
სტუდენტებმა თავად გამოთქვეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი, რომ დეტალურად გაცნობოდნენ საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებს.
სტუდენტებს უმაპინძლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ. მან ისაუბრა ნატოსა და ევროკავშირის ალიანსების შექმნის საჭიროებაზე, ამ ორგანიზაციების პრინციპებზე, წესდებაზე, სტრუქტურაზე, წევრებზე, ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების პროცედურებზე, ნატოს გენერალური მდივნის უფლებებზე, ალიანსების თანამედროვე გამოწვევებზე – კიბერუსაფრთხოებასა და ტერორიზმზე და სხვ.
ცენტრის დირექტორმა სტუდენტებს გააცნო კრიზისული საკითხების მოგვარების გამოცდილება ნატოსთან დაახლოების პროცესში.
ნატოსთან ერთად ელენე გოცაძე სტუდენტებს ესაუბრა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე.
სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თემებმა, რომელიც ეხებოდა როგორ იქნება საქართველოს კონფლიქტური რეგიონების მდგომარეობა საქართველოს ნატოში მისაღებად. მათ დასვეს შეკითხვები, თუ რამდენი ხანი უნდა იყოს ქართული კონტიგენტი ავღანეთში და რატომ არ ჩაერია ნატო ისევე აქტიურად 2008 წელს საქართველო-რუსეთის კონფლიქტში, როგორც ახლა ერევა უკრაინის შემთხვევაში.
შეხვედრაზე სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი, რომ რეგიონებში დაიგეგმოს შეხვედრები მოსახლეობასთან, რათა მოსახლეობამ უკეთ გაიგოს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ელენე გოცაძემ შესთავაზა სტუდენტებს, რომ ისინი ჩავლენ მათ სოფლებში პროექტის „NATO BUS” ფარგლებში და ადგილზე გამართავენს საინფორმაციო შეხვედრებს.
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის პროექტის – “ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობებისთვის” მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების (ახალქალაქის, მარნეულის და თბილისის) ახალგაზრდების ინტეგრაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეფექტური ჩართულობა მათი ცოდნითა და უნარებით აღჭურვის გზით.
პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან და მის ფარგლებში ახალგაზრდები თბილისში უკვე შეხვდნენ ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტებს.