15 თებერვალს, ღია გალერეაში საკმაოდ ორიგინალური ექსპოზიცია გაიხსნა. გამოფენის სახელწოდებაა ”მეთოდოლოგია, ფრაგმენტები და აბსურდები არქიტექტურაში” და წარმოადგენს არქიტექტურული ხერხებით დისტოპიური იდეების გამოსახულებას.
გამოფენაზე წარმოდგელია ხუთი პროექტი ( 1.სისტემები 2. უსასრულო სახლი 3.გეგმარებითი დეფორმაცია 4.ჰოლოგრამული ქალაქი 5.სწრაფვა ჰორიზონტისაკენ.),რომლებიც გამოხატავენ ზემოთ აღნიშნულ სამ ცნებას.
ცნება “მეთოდოლოგიას” წარმოადგენენ პროექტები: ”სისტემები” და ”გეგმარებითი დეფორმაცია”, რომლებშიც წარმოდგენილია ერთმანეთისაგან განსხვავებული მიდგომა არქიტექტურული პროექტირებისადმი.
“აბსურდები” მოიცავს პროექტებს: ”უსასრულო ქალაქი”, და ”სწრაფვა ჰორიზონტისაკენ”, რომლებშიც გამოსახულია ურთიერთსაწინააღმდეგო საცხოვრებელი სახლების სივრცის აბსურდული ვითარებები.
თავად გამოფენა რეაგირებს მსოფლიოსა და კერძოდ, საქართველოში არქიტექტურულ სივრცეში არსებულ სიტუაციებზე და პრობლემატიკაზე.
გამოფენის ავტორები არიან:დიმიტრი ერისთავი, ლადო შონია, ლევან აბრამიშვილი
გამოფენის ავტორები განსაკუთრებული მადლობას უხდიან: თორნიკე აბულაძეს, ლიკუნა კეიდიას, ტატო ოიკაშვილს.
არქიტექტურული პროტესტი– ჟურნალი “ტაბულა” გამოფენის შესახებ, 21 თებერვალი, ავტორი: ქეთო გიორგობიანი.
ნახეთ ფოტორეპორტაჟი: