საქართველოში საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თითქმის ოცწლიანი ისტორია აქვთ. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. თუმცა, საქართველოში ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საკმაოდ სუსტი გავლენა აქვთ პოლიტიკის ფორმულირებასა და განხორციელებაზე, განიცდიან კვალიფიციური ადამიანური რესურსების დეფიციტს, დაბალია მათი ცნობადობისა და ნდობის დონეც.
ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამამ 2012 წლის აპრილიდან დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას და შესაძლებლობების განვითარებას. ეს მათ დღეს არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევის გადალახვაში დაეხმარება.
ამ ინიციატივის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება სათემო მობილიზაციისა და თემის განვითარების, ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, მოქალაქეთა ინტერესების დაცვის, მხარდამჭერთა მოზიდვის და ეფექტური კომუნიკაციის საკითხებში.
ტრენინგების პირველი ეტაპი 16-21 ივლისს ბაკურიანში ჩატარდა, რომელშიც წინასწარ შერჩეული 37 ორგანიზაციის
ტრენინგებს უძღვებოდნენ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლები და აღმოსავლეთ ევროპიდან მოწვეული ექსპერტები.
ტრენინგებზე ყურადღება დაეთმო ეფექტური კომუნიკაციის, დაფინანსების მოზიდვის, ქსელების შექმნის და მოხალისეთა მართვის სფეროში პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.

ტრენინგების მეორე ეტაპი, რომელიც სექტემბერშია დაგეგმილი, მიეძღვნება ადვოკატირების საკითხებს. გარდა ამისა, მონაწილე ორგანიზაციებისთვის ჩატარდება შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც განიხილავენ ინტერესთა დაცვის და თანამშრომლობის წარმატებულ პრაქტიკას და შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმებს რეგიონში/თემში არსებული აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად.
ტრენინგების დასრულების შემდეგ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მცირე გრანტების კონკურსში და პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული თეორიული ცოდნა და უნარ-ჩვევები. მოგვიანებით, შერჩეული რამდენიმე მონაწილე სასწავლო ვიზიტით ჩეხეთში გაემგზავრება.
პროექტი ხორციელდება „აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი საზღვრებს გარეშე” პროგრამასთან თანამშრომლობით.
ფოტომასალა FB-ზე.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.