საერთაშორისო ექსპერთა დასკვნები საზოგადოებრივი აზრის წინასაარჩევნო გამოკითხვებზე

18 ივნ, 2013

 

 

 

 

 

მოწვევა პრესკონფერენციაზე

 

19 ივნისს, ოთხშაბათს, 11 საათზე, სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერიაში” (ვარდების რევოლუციის მოედანი) საერთაშორისო ექსპერტები ახალი კვლევის შედეგებს წარმოადგენენ, რომლის მიზანი 2012 წლის წინასაარჩევნოდ განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შესწავლა იყო.

ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს საპრეზიდენტო  არჩევნებთან დაკავშირებული კვლევების სანდოობა შეიძლება  კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუ   2012 წლის წინასაარჩევნო გამოკითხვების პრაქტიკა კვლავ განმეორდება.

კვლევა მოამზადეს  საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების მსოფლიო ასოციაციამ (ESOMAR) და საზოგადოებრივი აზრის კვლევის მსოფლიო ასოციაციამ (WAPOR) ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” და ღია საზოგადოების ანალიტიკური ცენტრების ფინანსური მხარდაჭერით. 

პრეზენტაციას დაესწრებიან საერთაშორისო ექსპერტები, კვლევითი ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები.

###

 

საკონტაქტო პირი:
ანა ტოკლიკიშვილი- ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, მობ: +995 595 221 999, ელ.ფოსტა: