საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი საქართველოში

09.09.2014

1-3 სექტემბერს თბილისში, სასტუმროქორთიარდ მარიოტშისაერთაშორისო ლიდერთა ფორუმიდემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21- საუკუნეშიჩატარდა. ფორუმი სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა კვლევის ცენტრის (EPRC) ეგიდით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ და გამოცდილება გაუზიარეს გამოჩენილმა საერთაშორისო ექსპერტებმა, მაღალი რანგის ქართველმა და უცხოელმა ოფიციალურმა პირებმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

სადისკუსიო პანელებს მოდერაციას უწევდნენ სტენფორდის უნივერსიტეტის მოწინავე ექსპერტები სახელმწიფოს მშენებლობისა და პოლიტიკური რეფორმების სფეროშიფრენსის ფუკუიამა და ერიკ ჯენსენი. ფორუმზე იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ეკონომიკური ზრდა, კანონის უზენაესობა, მმართველობის რეფორმა, უსაფრთხოება, სამოქალაქო საზოგადოების და განათლების როლი ქვეყნის განვითარების პროცესში.

ფორუმის სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და სხვა მაღალი რანგის სახელისუფლებო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 
სტენფორდის პროფესორებმა ფრენსის ფუკუიამამ და ერიკ ჯენსენმა ქართველი სტუდენტებისთვისაც ჩაატარეს საჯარო ლექციები  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში   და თავისუფალ უნივერსიტეტში. 

 
სამდღიანი ლიდერთა ფორუმი Omidyar Network-ის, ფონდისღია საზოგადოებასაქართველოს“, საქართველოს ბანკისა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.
ფორუმის მიზანი იყო: ცოდნის გაღრმავება იმ პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ, მშვიდობიან, დემოკრატიულ ტრანსფორმაციას იმ ქვეყნებში, რომლებიც იღწვიან ღია, ინკლუზიური საზოგადოებებისა და თანამედროვე, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისკენ; ასევე, პოლიტიკის იმ ეფექტური მაგალითების განხილვა, რომლებიც მდგრადი, თანასწორი და სოციალურად დაბალანსებული ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების საფუძველია.

ნახეთ ფოტოგალერეა 

გაშუქება მედიაში