გასულ წელს დასრულდა ლიტერატურული პროექტი “საერთაშორისო მთარგმნელობითი მასტერკლასი პოეზიაში”, რომელშიც მონაწილეობდნენ პოეტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან- საქართველოდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და ლიტვადან. პოეტებმა ერთმანეთის პოეზია თარგმნეს და ოთხ ენაზე ერთი საერთო კრებული გამოიცა.
2014 წლის 15 მაისს “ლიგამუსში” გაიმართა კრებულის პრეზენტაცია და მონაწილეთა პოეზიის საღამო. მონაწილეობდნენ ქართველი პოეტები: გაგა ნახუცრიშვილი, პაატა შამუგია, დავით რობაქიძე, ცირა ბარბაქაძე, ნატო ინგოროყვა…ასევეი, ილიაუნის სტუდენტი-პოეტები: ლაშა ჯაიანი და გიორგი შონია.
პროექტი განხორციელდა ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით.
ნახეთ ფოტოგალერეა.