საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა “ადამიანის უფლებების და ჯანდაცვის სასწავლო კურსი”

28.09.2012

 

8-10 სექტემბერს “კანონის და ჯანმრთელობის” ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო ტრენინგი: „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში”.

ფონდის ხელშეწყობით ექსპერტებმა მოამზადეს სასწავლო კურიკულუმი “ადამიანის უფლებებსა და ჯანდაცვაში”, რომელიც 2008 წლიდან დაინერგა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის, საქართველოს სახელმწიფო მართვის სკოლაში იურისტებისათვის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტზე მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

დღეისათვის სასწავლო კურსი დანერგილია როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში, მაკედონიაში, მოლდოვაში და რუსეთში.

ტრენინგს ესწრებოდნენ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები სომხეთიდან, მოლდოვიდან, რუსეთიდან და ექსპერტები აშშ-დან.