საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის თბილისის ბიუროს ახალ თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდებათ

21.01.2010

საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახური საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო”  და ღია საზოგადოება  – “სამართლებრივი ინსტიტუტის” მხარდაჭერით 2005 წლის ივნისში საცდელი პროექტის ფარგლებში შეიქმნა. სამსახურს ამჟამად ორი ტერიტორიული – თბილისისა და ზესტაფონის – ბიურო აქვს. 2007 წლის ბოლომდე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება საქართველოს ყველა რეგიონში იქნება ხელმისაწვდომი. ბიუროებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნა დაგეგმილია აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, საქართველოს დანარჩენ რეგიონებში კი  იურიდიულ დახმარებას ტენდერის საფუძველზე შერჩეული იურიდიული პირები ან რეესტრის ადვოკატები განახორციელებენ.

თბილისის სრულად დასაფარად საჭირო გახდა ბიუროში დასაქმებულ ადვოკატთა რაოდენობის გაზრდა და 19 ადგილზე ვაკანსია გამოცხადდა. შესარჩევი კონკურსი იუსტიციის სამონისტროს საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის მიერ ჩატარდა და მასში 112-მა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 19 თანამდებობაზე დასანიშნად შეირჩა, 20 კონკურსანტი კი საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის ტერიტორიული ბიუროების რეზერვში ჩარიცხა.
ფონდის ორგანიზებით თბილისის ბიუროს ახალი ადვოკატებისთვის 14-15 აპრილს საორიენტაციო ტრეინინგი ჩატარდება, რომლის მიზანიც კონკურსის წესით შერჩეული ადვოკატებისათვის სამსახურის სპეციფიკის გაცნობა  იქნება.