სამოქალაქო დიპლომატია ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში

5 დეკ, 2011

მიმდინარე წლის 7 დეკემბერს 16.00 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში გაიმართება კვლევის პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია თემაზე „სამოქალაქო დიპლომატია ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში”.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანფორმაციის კუთხით არსებული სამოქალაქო ინიციატივების კვლევა და მისი შედეგების გავრცელებით საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.

მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა საქართველოში არსებული კონფლიქტების ტრანფორმაციის პროცესის შეფერხების მიზეზები და შეეფასებინა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის ეფექტურობა.

კვლევა ეფუძნება ადგილობრივი და საერთაშორისო მშვიდობის ხელშემწყობი ორგანიზაციების საქმიანობის ანალიზსა და გამოკითხული ექპერტების ინტერვიუებს.

დოკუმენტს თან ახლავს რეკომენდაციები, რომელიც ეფუძნება კვლევის მიგნებებს. იგი განსაკუთრებით საინტერესოა იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოში მშვიდობის მშენებლობის პროცესში და სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე მუშაობენ.

პროექტს ახორციელებს ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება” ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.

მომხსენებლები:

ირაკლი სესიაშვილი – ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება”, პროექტის დირექტორი.
ტატო ხუნდაძე – ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება”, პროექტის კოორდინატორი და კვლევის შემსრულებელი.
პაატა ზაქარეიშვილი – ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი, მოწვეული ექსპერტი.
ბიანკა ჩეკე – საქართველოს უნივერსიტეტი, მოწვეული ექსპერტი.