სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამული დოკუმენტის წარდგენა

19.06.2013

 

20 ივნისს, ხუთშაბათს, 11:00 საათზე სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” (თავისუფლების მოედანი #1) გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’ ჟურნალისტებს გააცნობენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამულ  დოკუმენტს.

პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემისთვის ფონდ  „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით  ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა შეიმუშავეს.   პროგრამული დოკუმენტის  განხილვა  მოხდება  სამოქალაქო საზოგადოებასთან, რის შემდეგაც ის მთავრობას და დონორ ორგანიზაციებს დასაფინანსებლად   წარედგინებათ.

პრესკონფერენციის შემდეგ დაიწყება მრგვალი მაგიდა, რომელზეც დოკუმენტს განიხილავენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის და C ჰეპატიტით ინფიცირებულთა თემის წარმომადგენლები.

 

###

 

საკონტაქტო პირები:

ანა ტოკლიკიშვილი , ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’,  +995 595 221 999

www.csf.ge

ირაკლი კორძაია, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო-  +995 599 854 777

www.mcla.gov.ge