2011 წლის 6-10 თებერვალს ბრიუსელში ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველომ” სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის შიდა პროექტის “საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების 2007-2010 წლებში შესრულების შეფასება – სამოქალაქო საზოგადოების ხედვა” ფარგლებში მომზადებული 2010 წლის ანგარიში წარადგინა.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრას ფონდის, ასოციაციის “მწვანე ალტერნატივა” და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ევრაზიის პარტნიორობის ფონდის და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ევროპარლამენტის, ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მისიების და ბელგიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან. გარდა ინდივიდუალური შეხვედრებისა, 8 თებერვალს ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებს შეეხებოდა. მრგვალი მაგიდის მონაწილეები, ძირითადად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ბრიუსელში აკრედიტებული მისიების, ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები იყვნენ.
ადვოკატირების ვიზიტის ფარგლებში განხილული საკითხები ფართო სპექტრს მოიცავდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემდეგ საკითხებს:
საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების შესრულების 2010 წლის ანგარიშის წარდგენის ფარგლებში შემდგარი მრგვალი მაგიდის შედეგები საინფორმაციო სააგენტო EUOBSERVER-მა გააშუქა.
საქართველოში ანგარიშის პრეზენტაცია მარტის თვეში იგეგმება.