“საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი” (GRRN) ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში, გამართავს ორგანიზაციისა და პროექტის “ხიდი” პრეზენტაციას

26.01.2010

 


პრესრელიზი

 

23 სექტემბერს, 16:00 სთ, “საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი” (GRRN) ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში, ქ.თბილისი, ჭოველიძის ქუჩა N 10, გამართავს ორგანიზაციისა და პროექტის “ხიდი” პრეზენტაცია.

ქსელი რადიომსმენელს 2 ახალ, ყოველკვირეულ რადიო პროექტს შესთავაზებს:  საინფორმაციო – ანალიტიკურ პროგრამას “მთელი  კვირა” და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ შოუს “ხიდი”.

 “საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი” (GRRN)  წარმოადგენს 4 დამოუკიდებელი რადიოსადგურის გაერთიანებას. რადიოსადგურთა ქსელი ითვალისწინებს ერთიანი საინფორმაციო და სარეკლამო სივრცეს.

ქსელში გაერთიანებული არიან რადიოსადურები  “ჰერეთი” FM 102.8 /ლაგოდეხი/ “ძველი ქალაქი” FM 107.9 /ქუთაისი/, “ჰარმონია” FM 100.5 /ფოთი/  და “ათინათი” FM 105.9 /ზუგდიდი/.

რადიომსმენელს აღნიშნული გადაცემების მოსმენა, როგორც ზემოთხსენებულ რადიოსადგურებში, ასევე დედაქალაქში რადიო “პალიტრას” FM103.9  საშუალებით შეეძლება.

ასოციაცია “საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის “(GRRN) მიზნებია: დამოუკიდებელი რეგიონული მედიის განვითარების ხელშეწყობა. თავისუფალი და პროფესიული სარედაქციო პოლიტიკის დამკვიდრება. მოსახლეობაში ინფორმირებულობის დონის ამაღლება; ნდობის გაღმავების ხელშეწყობა  უმცირესობებს შორის. სამოქალაქო საზოგადოების და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების, კორუფციის აღმოფხვრის, საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, და კანონის დამკვიდრების ხელშეწყობა; არასამთავრობო სექტორის პოპულარიზაცია და განვითარება;

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

დავით
ნიბლაძე
GRRN- ის პროექტებისა და განვითარების დირექტორი (877 50 10 28 )

რამაზ
სამხარაძე
ასოციაცია “ საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის (GRRN) თავმჯდომარე (877551028)                                                                                                                         

გთხოვთ გვესტუმროთ!

ირაკლი ცერცვაძე
მედიის მხარდაჭერის პროგრამა