საქართველოს სამოქალაქო სექტორის განცხადება!

22.01.2010

საქართველოს სამოქალაქო სექტორის განცხადება

21 აგვისტო, 2008 წ.  

2008 წლის აგვისტოს მოვლენები ცივილიზებული სამყაროს მიერ ერთსულოვნად შეფასდა როგორც რუსეთის ღია სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთმა გადაწყვიტა, მკაცრად დაესაჯა პატარა მეზობელი ქვეყანა, რომელიც ცდილობს, გახდეს თანამედროვე განვითარებული სახელმწიფო. წარმოუდგენელი მასშტაბის სამხედრო აგრესიის მიუხედავად, საქართველო ვერ აიძულეს, უარი ეთქვა მთავარ არჩევანზე _ იყოს თავისუფალი, გახდეს დემოკრატიული სამყაროს ნაწილი და პატივი სცეს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა, კანონის უზენაესობა, სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიული მმართველობა. 

ევროპისკენ სწრაფვა არ არის თვითმიზანი. ეს არის ერთდაერთი გზა ჩვენს ქვეყანაში რეალური დემოკრატიის შესაქმნელად, ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს გადარჩენისა და განვითარებისათვის. დემოკრატიული განვითარების გეზი კი კეთილდღეობისა და სამართლიანობის უმთავრესი წინაპირობაა.  

დღეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მძიმე და კრიტიკული პერიოდი უკვე გავლილია. ამჟამად გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენს გონებაში მიმდინარეობს. ჩვენი სიმტკიცე, არშეგუება არსებულ მდგომარეობასთან და სამოქალაქო ერთიანობა საწინდარია იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები უახლოეს მომავალში დატოვებენ საქართველოს. 

დღეს არ არის შეფასებების გაკეთების დრო. დღევანდელ დღეს მთელი საზოგადოება ერთი მიზნის გარშემო უნდა გაერთიანდეს _ ვაიძულოთ ოკუპაციური ძალები დატოვონ ქვეყნის ტერიტორია. დადგება დრო, როცა ჩვენმა საზოგადოებამ ღიად უნდა იმსჯელოს განვლილ მოვლენებზე, გააკეთოს ყოველივეს ანალიზი და გამოიტანოს სამომავლო განვითარებისათვის საჭირო დასკვნები.  

დღეს კი მთელი სამოქალაქო საზოგადოება

– უნდა დავირაზმოთ იმ ადამიანების დასახმარებლად, ვინც დაზარალდნენ თავდასხმის შედეგად. ჩვენ უნდა გამოვხატოთ მტკიცე სოლიდარობა იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ; და·  

–  შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვაჩვენოთ სამოქალაქო ღირსება. არ არსებობს იარაღი, რომელიც დაამარცხებს ადამიანების სიმტკიცესა და ღირსებას.  დღეს ჩვენი ერთიანობა და ჩვენი ერთად დგომა ქართული სახელმწიფოს მომავალი წარმატების საწინდარია.   

მიმართვა ღიაა ხელმოწერებისათვის. თქვენი ხელმოწერა შეგიძლიათ დააფიქსიროთ შემდეგ მისამართზე tushishvili@csf.ge

* * *

ხელმოწერები:

  • საქართვლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)
  • სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრი
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
  • ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
  • ქალთა კლუბი “პეონი”
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)
  • კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტი (CIPDD)
  • სამოქალაქო საბჭო
  • ICCN კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
  • კავშირი “21 საუკუნე”
  • მრავალეროვანი საქართვლო
  • კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC)
  • დუშეთის ქალთა საინიციატივო ცენტრი
  • კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი
  • გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი
  • ასოციაცია “საჩინო”
  • საქართვლეოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობა”
  • ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
  • ადამიანების ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობის საზოგადოება
  • საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ცენტრი
  • თავისუფლების ინსტიტუტი
  • ჟურნალისტური ცენტრი “აღმოაჩინე საქართველო”
  • კავშირი “ტყის მკველვარები”
  • კონსულტციისა და ტრენინგის ცენტრი CTC
  • საერთაშორისო ასოციაცია “Civitas Georgica”
  • საერთაშორისო ასოციაცია “Curatio”
  • ახალგაზრდული ასოციაცია “დრონი”
  • საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო
  • სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი
  • საქართველოს ტექნიკური ინვერსიტეტის სტუდენტური კავშირი
  • არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიანი სახლი”
  • ახალგაზრდობის  განვითარების და ხელშეწყობის სააგენტო “კომპასი”
  • სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
  • კულტურათაშორისო ურთიერთობის ახალგაზრდული ცენტრი
  • კავკასიის გარემოსდაცვითი ახალგაზრდული ქსელი
  • საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა ასოციაცია
  • ობოლ ბავშვთა დახმარების ახალგაზრდული ფონდი
  • ძალადობისგან დაცვის ეროვნული ასოციაცია
  • ახალგაზრდობის განვიტარების ცენტრი
  • მშვიდობისა და განვითარების აკადემია
  • “ახალგაზრდული ალტერნატივა”
  • საქართველოს ფალკონები
  • ასოციაცია მკურნალი
  • “აისი”
  • სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  • ALPE
  • ასოციაცია “ფლორა და ფაუნა”
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • ეკონომიკური განათლებისა და განვიტარების ცენტრი
  • საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოება
  • Deloitte and Touch საქართველოს წარმომადგენლობა
  • საქართველოს გაეროს ასოციაციაქ
  • უთაისის არასამთავრობო ორგანიზაცია “განათლება და სამყარო”
  • ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
  • საერთაშორისო განათლების ცენტრი
  • ქალთა კრიზისული ცენტრი, აზერბაიჯანი
  • სტრატეგიულ კვლევათა ინსტიტუტი
  • კავშირი “Step forward”
  • ქალთა საინფორმციო ცენტრი
  • საზოგადოება “ბილიკი”
  • ბორჯომის ქალთა საინიციატივო ჯგუფი
  • NACRES
  • კავკასიელ იურისტთა ასოციაცია
  • სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე
  • კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”
  • სამოქალაქო განათლების ოფისი შიდა ქართლში
  • გორის ანტი-კორუფციული რესურს-ცენტრი
  • ბავშვთა და ახალგაზრდობის უფლებათა დაცვის ასოციაცია
  • ინტელექტუალ ქალთა ასოციაცია “ქართლის დედა”
  • გორის ინვალიდთა კლუბი
  • სტუდენტობა-ახალგაზრდობის საბჭო
  • ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
  • ასოციაცია ელკანა
  • საერთაშორის ასოციაცია “ქალთა მოძრაობა თანასწორობისათვის”
  • ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველო
  • ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
  • სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტი
  • ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი “ოტავა 98”
  • საქართველო მშვიდობის და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბი LLL (მიწა, სიცოცხლე, სიყვარული)
  • საქართველოს მწვანეთა მოძრაობა 
  • დემოკრატიის ინსტიტუტი 
  • არაკომერციული საზოგადოება “ტაროსი” 
  • ინტერნეტ-ჯგუფი რე:აქცია
  • საქართველოს ეკოლოგიური და ბიოლოგიური მონიტორინგის ასოციაცია

  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

  • ენერგოეფექტურობის ცენტრი  საქართველო

  • ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ეროვნული კომიტეტი

  • Foundation for International Community Assistance – FINCA Georgia
  • საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია (AEAG) 

  • ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი

  • შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ასოციაცია “გეა”

  • საქართველოს ეკოლოგიური მეცნიერების აკადემია

  • საქართველოს ქალ მედიკოსთა ასოციაცია

  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

  • ეკონომიკური განათლების და განვითარების ცენტრი 
  • ასოციაცია “CIMS Consulting”
  • ალბანეთის არასამთვრობო ორგანიზაცია “ეკომოძრაობა”

  • ასოციაცია “ჯონ დოს პასოს”-საქართველო

  • მსოფლიო გამოცდილება – საქართველოსათვის
  • ჟურნალისტთა ასოციაცია “პოსტპაქტუმი”
  • დემოკრატიისა და სამოალაო განვიარების ასოციაცია

  • ალადობისგან დაცვის ეროვნული სელის იმერეის კომიტეტი
  • ახალგაზრდული ფრონტი თავისუფლებისთვის
  • ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირიინტელექტი