საქართველოს ქალები-ფოტოგამოფენა “ღია გალერეა”-ში

3 მაი, 2011

“ღია გალერეა” და ფონდი “ტასო”  წარმოგიდგენთ ფოტოგამოფენას “საქართველოს ქალები”. გამოფენა 3 მაისს, 4 საათზე გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი 44 ფოტო სოფლად მცხოვრებ, იძულებით გადაადგილებულ, კონფლიქტებით დაზარალებულ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს ეკუთვნის და მათთანვე  დაკავშირებულ თემებს ეხება. ნამუშევრების თანხლები განმარტებები მნახველს ამ ადამიანების საჭიროებებზე დააფიქრებს, დაანახებს მათ შესაძლებლობებს.

ფოტოები გადაღებულია 2007-2010 წლებში, სხვადასხვა პროექტების განხორციელებისას და წარმოადგენს ფონდის “ტასო” ფოტოარქივის ნაწილს.

“საქართველოს ქალები”  მოძრავი გამოფენაა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვრებ, იძულებით გადაადგილებულ, კონფლიქტებით დაზარალებულ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა გააქტიურებას ღირსეული მონაწილეობისთვის სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
გამოფენა იმართება “ღია საზოგადოების ფონდები”-სა და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.

ღია გალერეა
ჭოველიძის ქ. 10, თბილისი, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისი
სამუშაო საათები: 10.00 – 18.00