2014 წლის 27-28 თებერვალს ქუთაისსა და ბათუმში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიულ განვითარებაზე საჯარო დისკუსიები გაიმართა.
ადგილობრივ უნივერსიტეტებში ჩატარდა პროექტის „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში – რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლატფორმის ჩამოყალიბება” პრეზენტაცია, რომელიც ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის მიზანი ქვეყნის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიცირება და სექტორის გარდაქმნის სტრატეგიული გეგმის შემუშავება იყო.
პროექტში მონაწილეობდნენ ექსპერტები: თამარ ზაალიშვილი, ლელა ჩახაია, ლალი ბაქრაძე, თამარ ბრეგვაძე, ირინე დარჩია და ლიკა ღლონტი.
პროექტის ფარგლებში უმაღლესი განათლების პოლიტიკის ანალიზის საფუძველზე ინსტიტუტმა მომზადდა დოკუმენტების სამუშაო ვერსიები შემდეგი სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით:
რეგიონებში ჩატარებული პრეზენტაციებისა და დისკუსიები მიზანი უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესებში აკადემიური საზოგადოების, სტუდენტების, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვა იყო.
ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის ანალიზი.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსიები შემდეგ თემებზე: უნივერსიტეტების განვითარებისათვის სტრატეგიული გეგმების შემუშავების საჭიროება, საბიუჯეტო დაფინანსების შევსება წყაროების დივერსიფიკაციის გზით, სოციალური გრანტების სისტემის გაუმჯობესება, აკადემიური პერსონალის შერჩევის კრიტერიუმების დახვეწა, ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცედურების გადასინჯვა, ინტერნაციონალიზაციის გაუმჯობესება, კარიერული ცენტრების ჩამოყალიბება, ელექტრონული სწავლების განვითარება, სამეცნიერო საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრა.
მიღებული კომენტარები და გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება პროექტის ავტორების მიერ საბოლოო დოკუმენტის შემუშავებაში, რომელიც დახმარებას გაუწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში. სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მათი საჭიროებები მეტად იყოს გათვალისწინებული სტრატეგიაში.
უნივერსიტეტების წარმომადგენლების თქმით, ასეთი შეხვედრები იძლევა შესაძლებლობას გამოხატონ აზრი მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე, კოლეგებს გაუზიარონ გამოცდილება, თბილისსა და რეგიონებს შორის გაუმჯობესდეს კომუნიკაცია და ადგილობრივი პრობლემატიკა მეტად აისახოს პოლიტიკის დოკუმენტებში.
პროექტის პარტნიორები იყვნენ: TEMPS-ის ეროვნული ოფისი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი(CSS), საერთაშორისო განათლების ცენტრი(CIE) და ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა(AFP).