სახელმწიფო პოლიტიკა მოხალისეობის სფეროში: ქართული კანონმდებლობა და მსოფლიო პრაქტიკა- პროექტის შედეგების პრეზენტაცია

10 ოქტ, 2011

11 ოქტომბერს, 15 საათზე, ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში გაიმართება პროექტის „სახელმწიფო პოლიტიკა მოხალისეობის სფეროში: ქართული კანონმდებლობა და მსოფლიო პრაქტიკა” შედეგების პრეზენტაცია.

პროექტი მიზნად ისახავდა მოხალისოების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღების მსოფლიო გამოცდილების შესწავლას და ქართულ კანონმდებლობაში აღნიშნულ სფეროში არსებული ხარვეზების გამოვლენას.