სახელმწიფო უწყებების ვებგვერდების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია

17 სექ, 2012

 

19 სექტემბერს, ოთხშაბათს 12 საათზე, ფონდ ‘ღია საზოგადოება საქართველოს’ ოფისში (მის: ჭოველიძის 10) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო დაწესებულებების ვებგვერდების მონიტორინგის შედეგებს წარადგენს.

ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” და „ეროვნული უსაფრთხოების არქივის მხარდაჭერით” ორგანიზაციამ მონიტორინგი გაუწია 104 საჯარო დაწესებულების ვებგვერდს. მონიტორინგის პროცესში ინსტიტუტმა შეაფასა, თუ რამდენად გამჭვირვალე და სრულყოფილია მთავრობის ვებგვერდებზე განთავსებული საჯარო ინფორმაცია.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება საჯარო დაწესებულებების რეიტინგი ვებგვერდების გამჭვირვალობისა და ტექნიკური გამართულობის მიხედვით.

 

###

საკონტაქტო ინფორმაცია:

ანა ტოკლიკიშვილი
ტელ:+995 95 221 999 

მარიკა კეჭაყმაძე
ტელ: +995 599 777 319