‘2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემა გაუმჯობესდა. არჩევნებამდე არსებული სრულყოფილად გაცემული პასუხების 51%-იანი ნიშნული 81% – მდე გაიზარდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 30%-დან 11%- მდე შემცირდა’- განაცხადა ლევან ავალიშვილმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენელმა დღეს გამართულ კონფერენციაზე, რომელზეც დასახელდნენ საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა დაწესებულებები გამოავლინა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერილი პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა – www.opendata.ge“-ს ფარგლებში.
კვლევის შედეგები მოიცავს პერიოდს 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით. ეს კი იძლევა საშუალებას, რომ გავაანალიზოთ და შევადაროთ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკა და ტენდენციები 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და მის შემდგომ პერიოდში.
2012-2013 წლებში პროექტის განხორციელებისას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ გაიგზავნა 5625 განცხადება 224 საჯარო დაწესებულებაში.
გაგზავნილი 5625-დან მიღებულია:
ჯილდოები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის და საჯარო ინფორმაციის გაცემის შეზღუდვისთვის საჯარო დაწესებულებებს გადაეცათ პროექტის მსვლელობისას წარმოებული სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე.
სპეციალური ჯილდოები ნომინაციაში „2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის გადაეცათ შემდეგ საჯარო დაწესებულებებს:
სამინისტროები და სახელმწიფო მინისტრების აპარატები
სხვა დაწესებულებები
რეგიონები
სახელმწიფო უნივერსიტეტები
სერთიფიკატები გადაეცემათ იმ საჯარო დაწესებულებებსაც, რომლებმაც პროექტის მონაცემების საფუძველზე გამჭვირვალობის ყველაზე დაბალი პროცენტი მიიღეს.
2012-2013 წლების ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია’.
2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის სერთიფიკატები გადაეცათ ბოლნისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობებს და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
ღონისძიებაზე გავრცელდა IDFI -ს ახალი საინფორმაციო ბიულეტენი „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში”. ბიულეტენი ეფუძნება ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკას. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ნაშრომი რეალურად ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით.
ნახეთ ბიულეტენი.
ნახეთ დაწესებულებების რეიტინგი დაწესებულებათა მიხედვით 2012-2013.
ნახეთ ვრცელი სიუჟეტი მოამბეში: