საჯარო ლექციების ციკლი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების შესახებ

24.10.2014

  

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

 

პრეს-რელიზი

 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია, მიმდინარე წლის  27-28 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდისა (I საჯარო სკოლა) და ახალქალაქის (I და VI საჯარო სკოლები / I-II-IV-V საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის) სკოლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი უფროსკლასელებისა და მასწავლებლებისთვის გამართავს საჯარო ლექციებს ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტების და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების შესახებ. საჯარო ლეციებს ჩაატარებს, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი ბ-ნ სერგი კაპანაძე. აღნიშნულ ღონისძიებაზე განიხილება შემდეგი საკითხები: ევროკავშირის/ნატოს ინსტიტუტები და ინსტრუმენტები; საქართველო ევროკავშირის/ნატოს/რუსეთის ურთიერთობები; ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, ევროატლანტიკური ღირებულებები, ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითები საქართველოში, საგანმანათლებლოპროგრამები ევროკავშირში და სხვა.

აღნიშნული აქტივობა ტარდება პროექტის „რატომ ევროპა?-ეთნიკური უმცირესობები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს რეფორმების ასოციაცია ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” ხელშეწყობით, „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).

 

საკონტაქტო პირი: დენოლა ჩხარტიშვილი 593 92 57 67,  ნათია ღვინჯილია 557 17 85 57