სიგელი შემწყნარებლობისა და ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის
28.12.2012
შემწყნარებლობისა და ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის წახალისებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’ სიგელით დააჯილდოვა სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკურმა რესურსცენტრმა.
ამ ნომინაციაში ფონდის კანდიდატურას ეთნიკურ უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.