ტრეინინგი მოსამართლეებისათვის „ბავშვზე ზრუნვის სამართლებრივი საკითხები“

21.03.2012

ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” „კანონის და ჯანმრთელობის” ინიციატივის ორგანიზებით16-18 მარტს ჩატარდა ტრენინგი მოსამართლეებისათვის თემაზე:  „ბავშვზე ზრუნვის სამართლებრივი საკითხები”.  ტრენინგს ესწრებოდა 15 მოსამართლე, რომლებიც იხილავენ ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებულ დავებს, ასევე ესწრებოდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები და წარმომადგენლები ორგანიზაციებიდან „საქართველოს ბავშვები” და „Every child”.

ტრენინგს უძღვებოდა მოსამართლე ახალი ზელანდიიდან პოლ ვონ დადელსენი.

პოლ ვონ დადელსენს ბავშვზე ზრუნვის და საოჯახო სამართლის საკითხებზე 25 წელია მუშაობს.  

ტრენინგის პირველ დღეს მოსამართლეებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ ცოდნა ისეთ საკითხებში, როგორიცაა:

-არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება;

-ბავშვები, ახალგაზრდები და მათი ოჯახები;

-განრიდება;

-არასრულწლოვანთა სასამართლო;

-მისჯის პროცესი;

-ოჯახური ძალადობა;

-გადაწყვეტილება – ზეპირი და გადადებული;

-შვილება-გაშვილება;

-მშობლების თანხმობა;

ტრეინინგის მეორე დღე მთლიანად დაეთმო შემთხვევათა განხილვას და დისკუსიას მონაწილეთა შორის.

„უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ფონდს ასეთი არაჩვეულებრივი ტრენინგების ციკლისათვის. ეს ლექცია ძალიან საჭირო იყო ჩემთვის. ვეცდები ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ბავშვის ინტერესები დაცული იყოს ყველა დონეზე” – აღნიშნა მოსამართლემ თბილისის საქალაქო სასამართლოდან.